კომპანიის სიახლეები
საიმედოობა პრაქტიკაში: GeoStorage-მა GDP-ის ხელახალი სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
GeoStorage
3 წთ კითხვა
გაზიარება:

საიმედოობა პრაქტიკაში: GeoStorage-მა GDP-ის ხელახალი სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
GeoStorage-ში ხარისხი ფორმალური მოთხოვნა კი არა, ჩვენი მთელი საქმიანობის საფუძველია. სიამაყით გაცნობებთ, რომ წარმატებით გავიარეთ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) ხელახალი სერტიფიცირების მორიგი აუდიტი, რის შედეგადაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ ჩვენი GDP სერტიფიკატი განაახლა. ეს ეტაპი ოფიციალურად ადასტურებს, რამდენად მყარი და განვითარებულია ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა და რამდენად პროფესიონალურია ჩვენი გუნდი.
საერთაშორისო ფარმაცევტული და კლინიკური კვლევების სექტორისთვის ხელახალი სერტიფიცირება GeoStorage-ის წამყვან პოზიციას ამყარებს: ჩვენი ლოგისტიკური მომსახურება კვლავ საიმედოა, შეესაბამება მოთხოვნებს და, რაც მთავარია, პაციენტზეა ორიენტირებული.
რეგიონული ლიდერობისა და შესაბამისობის ისტორია
2010 წელს დაარსებიდან მოყოლებული GeoStorage-ის მიზანი უცვლელია - სანდო ლოგისტიკური მომსახურება. საერთაშორისო სტანდარტების ერთგულება ჩვენთვის დიდი ხნის პრინციპია და ის საქართველოს წარმოაჩენს კლინიკური კვლევების გლობალური მომარაგების ჯაჭვის განვითარებულ ცენტრად.
2018 წლიდან GeoStorage სერტიფიცირებულია SGS-ის მიერ EU GDP სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ევროპული პრაქტიკა ყოველდღიურ საქმიანობაში რამდენიმე წლით ადრე დავნერგეთ, ვიდრე GDP ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო გახდებოდა.
ჩვენი რეგიონული რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი 2022 წელი იყო: როცა GDP სერტიფიკატი რეგულატორულ მოთხოვნად იქცა, GeoStorage ქვეყანაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ადგილობრივი მარეგულირებლის ოფიციალური GDP სერტიფიკატი მიიღო. ამ სტატუსს ყოველწლიური ხელახალი სერტიფიცირებით ვინარჩუნებთ, რაც ადასტურებს, რომ სტაბილურად მაღალი ხარისხით ვმუშაობთ და სექტორისთვის ორიენტირს ვქმნით. GDP სტატუსის პარალელურად, ISO 9001 სერტიფიკატი, რომელიც 2014 წლიდან გვაქვს, ხარისხის მართვის, რისკების კონტროლისა და მუდმივი გაუმჯობესების სტრუქტურირებულ მიდგომას კიდევ უფრო ამყარებს.
სერტიფიკატის მიღმა: ხარისხი შესრულებაში
ბოლო აუდიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი ხარისხის აღიარება იყო. GeoStorage-ში ხარისხი ერთი განყოფილების საქმე კი არა, მთელი ორგანიზაციის საქმეა - ყველა დონეზე.
აუდიტმა ყველა განყოფილებაში მაღალი ჩართულობა და პასუხისმგებლობა გამოავლინა. საწყობის ოპერაციებიდან ხარისხის უზრუნველყოფამდე და დისტრიბუციამდე, ჩვენი გუნდის წევრებს ღრმად ესმით თავიანთი როლი და მასზე პასუხს აგებენ. ყოველ პროცესს - მიღებიდან და შენახვიდან შეკვეთის დამუშავებამდე და გაგზავნამდე - გადამზადებული პროფესიონალები მართავენ, რომლებიც:
● ღრმად იცნობენ რეგულატორულ მოთხოვნებს;
● მუშაობენ დადგენილი პროცედურების სრული დაცვით;
● საკუთარ სამუშაო სფეროში ხარისხზე პირად პასუხისმგებლობას იღებენ.
პროფესიული ჩართულობის ამ დონის წყალობით ჩვენი ოპერაციები მოთხოვნებს მხოლოდ ქაღალდზე კი არა, პრაქტიკაშიც თანმიმდევრულად აკმაყოფილებს, ჩვენ კი გლობალური დაინტერესებული მხარეებისთვის სანდო პარტნიორად ვრჩებით.
ხარისხი, რომელიც მთავარს იცავს
სერტიფიკატები ადასტურებს, რომ ჩვენი სისტემები მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენი ყურადღება შესაბამისობით არ შემოიფარგლება. გვესმის, რომ ყოველი ტვირთის მიღმა პაციენტია, რომელიც მკურნალობას ელოდება. ამიტომ კომპრომისის გარეშე ვიცავთ სტანდარტებს შემდეგ სფეროებში:
● პროდუქტის მთლიანობა და შენახვის პირობები: თითოეული სამკურნალო პროდუქტისთვის საჭირო პირობების ზუსტი შენარჩუნება.
● დროული და ზუსტი დისტრიბუცია: მომარაგების ჯაჭვის ეფექტიანი და პროგნოზირებადი მუშაობა.
● სრული მიკვლევადობა: თითოეული ერთეულის გადაადგილება მომარაგების მთელ ჯაჭვში მკაფიოდ არის დოკუმენტირებული.
ჩვენს GDP და ISO სერტიფიკატებს ერთი საბოლოო მიზანი აქვს: ყოველი სამკურნალო პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, დაცულად და კომპრომისის გარეშე უნდა მივიდეს.
ზრდა და პარტნიორობა მომავალში
GeoStorage თავის შესაძლებლობებს აფართოებს, თუმცა საერთაშორისო სტანდარტების ერთგულება უცვლელი რჩება. ჩვენს სისტემებსა და პროცესებს მუდმივად ვაუმჯობესებთ და ასე ვამყარებთ წამყვანი და სანდო პარტნიორის პოზიციას რეგიონის კლინიკური და ფარმაცევტული ლოგისტიკის სფეროში.
ხელახალი სერტიფიცირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ღირებულებებს, რომლებიც დღეს GeoStorage-ს განსაზღვრავს: პროფესიონალიზმს, საიმედოობასა და დადასტურებულ გამოცდილებას. ჩვენი პარტნიორებისა და მათი პაციენტებისთვის ეს იმის გარანტიაა, რომ მათ პროდუქტს მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულატორული დისციპლინით ვმართავთ.