GeoStorage
სერვისებიჩვენ შესახებპარტნიორებიცოდნის ცენტრიკონტაქტი
კომპანიის სიახლეები

სერტიფიკატის მიღმა: ინფორმაციული უსაფრთხოების გარდაქმნის ექვსი თვე GeoStorage-ში

GeoStorage
28 ოქტომბერი, 2026
6 წთ კითხვა
გაზიარება:
სერტიფიკატის მიღმა: ინფორმაციული უსაფრთხოების გარდაქმნის ექვსი თვე GeoStorage-ში

ექვსი თვის ერთობლივი მუშაობა მთელ კომპანიაში, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და უსაფრთხოების პრაქტიკის გაძლიერება: ასე მოიპოვა GeoStorage-მა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი.


2026 წლის ივლისში GeoStorage-მა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მიიღო, რომელიც Intertek-მა გასცა. ეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებს (ISMS) ეხება.
ჩვენი კომპანიისთვის ეს ეტაპი კიდევ ერთ საერთაშორისო სერტიფიკატზე გაცილებით მეტს ნიშნავს. მას წინ უძღოდა ექვსი თვის ინტენსიური მუშაობა, ასობით გადაწყვეტილება, IT ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ერთობლივი ჩართულობა.
სერტიფიცირების პროცესში ყოველდღიური საქმიანობის მხარდამჭერი სისტემები უნდა შეგვემოწმებინა და გაგვეძლიერებინა: იმით დაწყებული, როგორ შედიან თანამშრომლები თავიანთ კომპიუტერებში, და იმით დამთავრებული, როგორ ვინახავთ, ვაზიარებთ და ვიცავთ კლინიკური კვლევების მგრძნობიარე ინფორმაციას.
ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ აუდიტის გავლა. გვინდოდა, ორგანიზაცია უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდგრადი გაგვეხადა.

რატომ არის ინფორმაციული უსაფრთხოება მნიშვნელოვანი კლინიკური კვლევების ლოგისტიკაში



image2_GeoStorage.jpg 437.23 KB
კლინიკური კვლევების ლოგისტიკა ფარმაცევტული პროდუქციის ფიზიკურ გადაადგილებასა და შენახვაზე მეტს მოიცავს.
ყოველ ტვირთს, ტემპერატურის კონტროლით შენახვის ყოველ ოპერაციასა და კვლევით ცენტრში ყოველ მიწოდებას თან ახლავს კრიტიკული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი.
ამ ნაკადში შედის საკვლევი პრეპარატის (IMP) დოკუმენტაცია, მარაგის ჩანაწერები, ტემპერატურის მონიტორინგის მონაცემები, საბაჟო დოკუმენტაცია, გაგზავნის ინსტრუქციები და კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც სპონსორებთან, კონტრაქტულ კვლევით ორგანიზაციებთან (CRO) და სხვა პარტნიორებთან ვცვლით.
ამ ინფორმაციის მთლიანობა და ხელმისაწვდომობა აუცილებელია, რომ კლინიკური კვლევის მომარაგების ჯაჭვი საიმედოდ მუშაობდეს.
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა (GDP) ფარმაცევტული დისტრიბუციის ხარისხსა და მთლიანობას ეხება, ინფორმაციული უსაფრთხოება კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას ამატებს: იმ ციფრული ინფორმაციისა და სისტემების დაცვას, რომლებსაც ეს ოპერაციები ეყრდნობა.
GeoStorage-ისთვის ISO/IEC 27001 სერტიფიკატზე მუშაობა ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რომ ოპერაციულ საიმედოობასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას შორის ეს კავშირი გაგვეძლიერებინა.

ექვსი თვის ცვლილებები კულისებს მიღმა


image3_GeoStorage.jpg 316.16 KB
სერტიფიკატის მისაღებად შიდა IT გარემო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა საფუძვლიანად უნდა გადაგვეხედა და ხელახლა მოგვეწყო.
ექვსი თვის განმავლობაში შევაფასეთ არსებული პროცესები, გამოვავლინეთ რისკები, გადავხედეთ შიდა პროცედურებს და მთელ კომპანიაში უსაფრთხოების უფრო ძლიერი ზომები დავნერგეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ნაწილი იმ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკას შეეხო, რომლებსაც თანამშრომლები ყოველდღე იყენებენ.

პაროლებისა და წვდომის მართვა
გადავხედეთ, როგორ გადიან თანამშრომლები ავთენტიფიკაციას და როგორ შედიან კომპანიის სისტემებში, და გავაძლიერეთ პაროლების უსაფრთხოება და წვდომის მართვის პრაქტიკა.
ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ ინფორმაციაზე წვდომა თითოეული თანამშრომლის მოვალეობებს შეესაბამებოდეს. ყველა თანამშრომელს არ სჭირდება წვდომა ყველა დოკუმენტზე, სამუშაო სისტემასა თუ კონფიდენციალურ ჩანაწერზე.

მოწყობილობების უსაფრთხოება და სამუშაო კომპიუტერების დაცვა
კიდევ ერთი მთავარი მიმართულება კომპანიის მოწყობილობები და სამუშაო კომპიუტერები იყო.
გავაძლიერეთ მოწყობილობების უსაფრთხოების პარამეტრები, მათ შორის ეკრანის ავტომატური დაბლოკვა და ძილის რეჟიმი, რათა უყურადღებოდ დატოვებულ კომპიუტერზე არაავტორიზებული წვდომის რისკი შეგვემცირებინა.
ცალკე აღებული ეს ზომები შეიძლება წვრილმანად ჩანდეს, მაგრამ ორგანიზაციაში, სადაც კლიენტების კონფიდენციალურ და ოპერაციულ ინფორმაციას ამუშავებენ, მათი თანმიმდევრული გამოყენება საგრძნობ შედეგს იძლევა.

დაშიფვრა და ინფორმაციის დაცვა
უსაფრთხოების გაუმჯობესება ასევე მოიცავდა დაშიფვრის ზომების გაძლიერებას და იმის გადახედვას, როგორ არის დაცული კომპანიის მგრძნობიარე ინფორმაცია ჩვენს IT გარემოში.
მიზანი იყო არაავტორიზებული წვდომის რისკის შემცირება და ინფორმაციის უფრო თანმიმდევრული დაცვა მისი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე.

IT ინფრასტრუქტურა და შიდა სისტემები
ცალკეული მოწყობილობების გარდა, ხელახლა გადავხედეთ ჩვენი IT და უსაფრთხოების სისტემების საერთო სტრუქტურას.
შევამოწმეთ ტექნიკური დაცვის ზომები, სისტემებზე წვდომა, ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა, შიდა პროცედურები და ისიც, ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რისკების გამოვლენასა და მართვაზე.
შედეგი უსაფრთხოების ახალ პარამეტრებს სცდება: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვას ახლა მთელ ორგანიზაციაში უფრო სისტემურად ვუდგებით.

მთელი კომპანიის საერთო საქმე და არა მხოლოდ IT პროექტი


image4_GeoStorage.jpg 261.11 KB
ISO 27001-ზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც გავიაზრეთ, ის იყო, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება ერთი დეპარტამენტის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
IT-ისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა არსებითი როლი შეასრულეს ტექნიკური ცვლილებების დანერგვაში, თუმცა ორგანიზაციის საჭირო მზადყოფნა მთელი GeoStorage-ის თანამშრომლებზე იყო დამოკიდებული.
პროცესში თავიდან ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდნენ საბაჟო მომსახურების, ლოგისტიკის, შენახვის, ბიზნესის განვითარებისა და ფინანსების დეპარტამენტების თანამშრომლები.
თითოეული დეპარტამენტი ინფორმაციის სხვადასხვა კატეგორიასთან მუშაობს და განსხვავებულ ოპერაციულ რისკებს აწყდება.
  • საბაჟო მომსახურება: იმპორტისა და ექსპორტის დოკუმენტაციის, მარეგულირებელი ჩანაწერების, ტვირთის მონაცემებისა და გარე მხარეებთან გაცვლილი ინფორმაციის დაცვა.
  • ლოგისტიკა: გაგზავნის ინსტრუქციების, მიწოდების ჩანაწერების, ტრანსპორტირების ინფორმაციისა და ოპერაციული კომუნიკაციის დაცვა.
  • შენახვა: მარაგის ჩანაწერების, ტემპერატურის მონიტორინგის მონაცემებისა და საწყობის დოკუმენტაციის მთლიანობა, სათანადო ხელმისაწვდომობა და დაცვა.
  • ბიზნესის განვითარება: კლიენტებთან კონფიდენციალური მიმოწერის, კომერციული წინადადებების, პარტნიორობის დოკუმენტების, ასევე სპონსორებთან და CRO-ებთან გაცვლილი ინფორმაციის მართვა.
  • ფინანსები: ფინანსური ჩანაწერების, სახელშეკრულებო ინფორმაციისა და კომერციულად მგრძნობიარე მონაცემების დაცვის გაძლიერება.
დანერგვისას თითოეულ დეპარტამენტს მოუწია ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის გადახედვა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკუთარი მოვალეობების გააზრება და განახლებულ პროცედურებზე გადასვლა.
ამ თანამშრომლობამ ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი პრინციპის დამკვიდრებას: ინფორმაციული უსაფრთხოება მთელი ორგანიზაციის საერთო პასუხისმგებლობაა.
ტექნიკური კონტროლის ზომებიდან უსაფრთხოების კულტურამდე
სერტიფიცირების პროცესის ერთ-ერთი გაკვეთილი ის იყო, რომ მხოლოდ ტექნოლოგია საკმარისი არ არის.
ძლიერი პაროლები, დაშიფვრა და დაცული სამუშაო კომპიუტერები მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი ეფექტიანობა იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად თანმიმდევრულად იცავენ ადამიანები უსაფრთხოების პროცედურებს.
დანერგვის მთელ პროცესში მეტი ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლების ცნობიერებას, მოვალეობების მკაფიო განაწილებას, ინფორმაციის კონტროლირებად გაზიარებას და უსაფრთხოების შესაძლო ინციდენტების გამოვლენასა და მათ შესახებ შეტყობინებას.
ამ პროცესმა გვიბიძგა, ინფორმაციული უსაფრთხოება ყოველდღიური გადაწყვეტილებების ნაწილად აღგვექვა და არა ცალკე ადმინისტრაციულ ვალდებულებად.
კლიენტის კონფიდენციალურ დოკუმენტზე მუშაობს, ოპერაციულ ჩანაწერებს ხსნის თუ კომპანიის მოწყობილობით სარგებლობს, თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს GeoStorage-ისთვის მინდობილი ინფორმაციის დაცვაში.
ექვსთვიანი მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ის იყო, რომ ეს ცნობიერება ყველა დეპარტამენტში ჩამოყალიბდა.

რას ნიშნავს ISO/IEC 27001 ჩვენი პარტნიორებისთვის


image5_GeoStorage.jpg 210.25 KB
ISO/IEC 27001 სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
კონფიდენციალურობა: იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაცია მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
მთლიანობა: ინფორმაციის დაცვა არაავტორიზებული ან უნებლიე ცვლილებისგან და მისი სიზუსტისა და სისრულის შენარჩუნება.
ხელმისაწვდომობა: იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაცია და მისი მხარდამჭერი სისტემები ხელმისაწვდომი იყოს, როცა ეს საქმიან პროცესებს სჭირდება.
კვლევის სპონსორი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, CRO-ებისა და საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორებისთვის ამ პრინციპებს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
კლინიკური კვლევების ლოგისტიკა ზუსტ ჩანაწერებს, ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას, საიმედო კომუნიკაციასა და ოპერაციების უწყვეტობის შენარჩუნების უნარს ეყრდნობა.
სერტიფიკატი დამოუკიდებელი დადასტურებაა იმისა, რომ GeoStorage-მა სერტიფიცირების სფეროს ფარგლებში შექმნა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს შეესაბამება.
ხარისხის მართვის ISO 9001:2015 სერტიფიკატთან და GDP-ის შესაბამის საქმიანობასთან ერთად, ISO/IEC 27001 ხარისხის, რისკების მართვისა და ოპერაციული საიმედოობისადმი ჩვენს საერთო მიდგომას აძლიერებს.
სერტიფიკატი მნიშვნელოვანი ეტაპია და არა ფინიში
2026 წლის ივლისში სერტიფიცირების დასრულება GeoStorage-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, თუმცა ინფორმაციული უსაფრთხოება ერთჯერადი პროექტი არ არის.

ტექნოლოგიები ვითარდება. ბიზნესპროცესები იცვლება. ჩნდება ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი რისკები.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ეფექტიანი სისტემის შესანარჩუნებლად საჭიროა რისკების მუდმივი შეფასება, შიდა შემოწმებები, თანამშრომლების ცნობიერება, მონიტორინგი და უწყვეტი გაუმჯობესება.
ამ ექვს თვეში შესრულებულმა სამუშაომ უფრო მყარი საფუძველი შეუქმნა ინფორმაციული უსაფრთხოების დღევანდელ მართვასაც და ჩვენი სისტემების დაგეგმილ განვითარებასაც.
ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი მიღწევა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღებით არ შემოიფარგლება: ის იმ ცვლილებებშიცაა, რომლებიც მის მოსაპოვებლად მთელ ორგანიზაციაში გავატარეთ.

ნდობა უწყვეტი გაუმჯობესებით

2010 წლიდან GeoStorage ფარმაცევტულ კომპანიებს, CRO-ებსა და კლინიკური კვლევების პარტნიორებს უჭერს მხარს კვლევების სპეციალიზებული ლოგისტიკით, ტემპერატურის კონტროლით შენახვით, საბაჟო მომსახურებითა და დისტრიბუციით.
ჩვენი საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებასთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების მყარი პრაქტიკის შენარჩუნება ჩვენი პასუხისმგებლობის არსებით ნაწილად რჩება.
ჩვენი ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი GeoStorage-ის გუნდის თავდადებას ასახავს: სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ერთი საერთო მიზნისთვის მუშაობდნენ.
ექვსი თვის შრომამ სერტიფიკატზე მეტი მოგვცა. ამ თვეებმა მთელ კომპანიაში უფრო მყარი სისტემების, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უფრო ღრმა კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

chart.png 374.35 KB
რადგან კლინიკური კვლევის მასალების დაცვა იმ ინფორმაციის დაცვასაც ნიშნავს, რომელიც მათ თან ახლავს.
GeoStorage - დაცული ინფორმაცია. საიმედო ოპერაციები. სანდო ლოგისტიკა კლინიკური კვლევებისთვის.




GeoStorage LLC

ფარმაცევტული ლოგისტიკა და GDP-ის შესაბამისი მომარაგების ჯაჭვის მომსახურება.

კომპანია

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ცოდნის ცენტრი

სერვისები

  • ყველა სერვისი
  • საბაჟო გაფორმება და საბროკერო მომსახურება
  • შენახვა და განაწილება
  • ბიოლოგიური ნიმუშების მართვა
  • პაციენტებისა და ექთნების ლოგისტიკა
  • რეგულატორული მომსახურება

კონტაქტი

  • დაგვიკავშირდით

იურიდიული

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • მომსახურების პირობები
  • სერტიფიკატები
  • შესაბამისობა
LinkedIn

© 2026 GeoStorage LLC. ყველა უფლება დაცულია.

დაგვიკავშირდით