დარგის სიახლეები
GeoStorage OCT Europe 2026-ზე: გლობალური მომარაგების ჯაჭვი და ადგილობრივი ცოდნა
GeoStorage
2 წთ კითხვა
გაზიარება:

GeoStorage OCT Europe 2026-ზე: გლობალური მომარაგების ჯაჭვი და ადგილობრივი ცოდნა
ამ მაისში კლინიკური კვლევების საერთაშორისო საზოგადოება ბარსელონაში შეიკრიბება მე-16 ყოველწლიურ ღონისძიებაზე Outsourcing in Clinical Trials (OCT) Europe 2026 (6-7 მაისი). ეს წამყვანი ფორუმი ფარმაცევტული ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, CRO-ებსა და მომსახურების მიმწოდებლებს აერთიანებს და კრიტიკულად განიხილავს ინოვაციურ სტრატეგიებს, რომლებიც ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.
მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ GeoStorage წლევანდელ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. წარვადგენთ GxP-ის შესაბამის სპეციალიზებულ შენახვას, დისტრიბუციასა და სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას, რომელიც საგანგებოდ ფარმაცევტული და კლინიკური კვლევების სექტორის მკაცრ მოთხოვნებზეა მორგებული.
სიზუსტე ყოველ ნაბიჯზე - ჩვენი ძირითადი შესაძლებლობები
კლინიკური კვლევები სულ უფრო რთული და გლობალური ხდება, ამიტომ სპონსორებსა და CRO-ებს მხოლოდ მომწოდებელი აღარ ჰყოფნით: მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც ოპერაციულ ეფექტიანობასაც უზრუნველყოფს და მოთხოვნების მუდმივ დაცვასაც. GeoStorage გთავაზობთ:
● GDP-ის შესაბამის შენახვასა და დისტრიბუციას.
● ლოგისტიკას ტემპერატურის კონტროლით (2-8 °C, ოთახის ტემპერატურა და სპეციალური პირობები).
● კლინიკური კვლევის მგრძნობიარე მასალების უსაფრთხო მოპყრობას.
● მომარაგების მთელი ჯაჭვის დოკუმენტირებულ მიკვლევადობას.
საკვლევი პრეპარატებიდან (IMP) დამხმარე მასალებამდე, ჩვენი მომსახურება თითოეული ერთეულის ზუსტ და ფრთხილ მართვას უზრუნველყოფს.
ადგილობრივი ფესვები, გლობალური წვდომა
GeoStorage-ის მთავარი ძლიერი მხარე ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნისა და გლობალური კავშირების შეხამებაა. კვალიფიცირებულ ადგილობრივ მომწოდებლებთან და შემოწმებულ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ტრანსსასაზღვრო ოპერაციების ეფექტიან წარმართვას ვუწყობთ ხელს.
ამ ორმაგი მიდგომით შეგვიძლია:
1. მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად შევამციროთ ხარისხის დათმობის გარეშე.
2. მარეგულირებელი სტანდარტები ყველა ეტაპზე დავიცვათ.
3. მოქნილად მოვერგოთ თითოეული პროექტის მოთხოვნებს.
სპეციალური შეფუთვის მოძიება იქნება თუ კლინიკური კვლევის მასალების, ვრწმუნდებით, რომ თითოეული პარტნიორი დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამით თქვენი მომარაგების ჯაჭვის მთლიანობას ვიცავთ.
ცვალებადი ინდუსტრიის გამოწვევები
კლინიკური კვლევები სულ უფრო დეცენტრალიზებული ხდება, ამიტომ მოქნილი, პაციენტზე ორიენტირებული ლოგისტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. GeoStorage ამ ცვლილებებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ვალიდირებული სისტემებითა და მონაცემთა უწყვეტი მთლიანობით უჭერს მხარს. ინოვაციებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების ღრმა ცოდნის შეხამებით პარტნიორებს ინდუსტრიის გამოწვევების დაძლევაში ვეხმარებით, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
შეგვხვდით ბარსელონაში
OCT Europe 2026 თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად შესანიშნავი ადგილია. გეპატიჟებით GeoStorage-ის სტენდზე, სადაც განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ თქვენი კლინიკური ოპერაციები:
● საიმედო ლოგისტიკით საპასუხისმგებლო ტვირთებისთვის.
● მასალების მოქნილი და გააზრებული მოძიებით.
● ხარისხისა და GxP მოთხოვნების თანმიმდევრული დაცვით.
GeoStorage - თქვენი საიმედო პარტნიორი კლინიკური კვლევების მომარაგების ჯაჭვის მართვაში.
გელოდებით ბარსელონაში.
#OCTEurope #ClinicalTrials #PharmaLogistics #GeoStorage